დიდუბის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გადაუდებელი სამუშაოების გამო, დიდუბის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, 28 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), კედიას, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილისა და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბესიკის, ვეძინის, მესხის, მთაწმინდის, რიწის, ყიფიანის, ჭონქაძისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობას, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნისა (ნაწილობრივ) და გრიგოლ ფერაძის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.