დიდუბეში შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
დიდუბის რაიონში შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის ერთი ეტაპი დასრულდა და პროექტი მომდევნო ეტაპზე გადადის.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ხიდის შეზღუდულ არეალში სამუშაოების ძირითადი ნაწილი ჩატარებულია.
მათივე ცნობით, დარჩენილია მხოლოდ ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, რაც პროექტის დასასრულს მთელ ხიდზე ერთიანად განხორციელდება.
„შემდეგ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარე წლის 31 ივლისიდან დაიწყება, რის გამოც ხიდის ერთ მხარეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო რეაბილიტირებულ მხარეს გადაადგილება ორმხრივი გახდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.