დიდთოვლობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია [ვიდეო]
დიდთოვლობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ცენტრალურ მაგისტრალზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. სხვა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილი გზების დეპარტამენტმა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვა ინტენსიური თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო დააწესა.
„ერთი საათია, ავკრძალეთ ტრაილერების გადაადგილება. ინტენსიური თოვლისა და ლიპყინულის გამო ავკრძალეთ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება. გზა იწმინდება და მსუბუქი ავტომანქანები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. სინოპტიკოსები თოვას პროგნოზირებენ მთელი დღე. შეზღუდვას შევინარჩუნებთ, სანამ არ გამოიდარებს“, – განაცხადა საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის ტექნიკურმა ზედამხედველმა, მიხეილ დოფიძემ.