დიდთოვლობის გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
გურიაში თოვლმა პრობლემები შექმნა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
როგორც ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. სოფელ კონჭკათში დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი. ტექნიკური ჯგუფების მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
„სოფლებში გზები თოვლის საფარისგან გაწმენდილია. მთელი დღის განმავლობაში სპეციალური ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა. „ენერგო-პრო-ჯორჯიას” ბრიგადები კი კვლავაც უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას“, – აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.