დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი კიბერთავდასხმებში დაადანაშაულა. როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები არაერთხელ შეეცადნენ ძირი გამოეთხარათ საერთაშორისო სტაბილურობისთვის.
ჯერემი ჰანთის თქმით, რუსეთის სპეცსამსახურებმა უსისტემო და უგუნური თავდასხმები მოაწყვეს ბრიტანული ინსტიტუტების, კომპანიების, სპორტული ორგანიზაციების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში.
ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა არაერთ ჰაკერულ დაჯგუფებას მფარველობს. სპეციალისტების თქმით, კიბერდამნაშავეების ქმედებების გამო გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა მილიონობით გირვანქა სტერლინგით დაზარალდა.