დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რელიგიურ ობიექტებთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლებამ რელიგიური ობიექტებთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ, კრისტოფ კასტანერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პატრული იქნება მობილიზებული რელიგიური ობიექტების მიმდებარედ“, -აღნიშნა მინისტრმა.
ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩარჩში ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა.
მეჩეთების მახლობლად უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს დიდ ბრიტანეთშიც. სკოტლენდ იარდის კონტრტერორისტული განყოფილების ხელმძღანელის, ნი ბაუსუს თქმით, ქვეყნის ყველა რელიგიური დაწესებულება ინფორმირებული იქნება მრევლის უსაფრთხოების დასაცავად შესაბამისი ზომების შესახებ.
ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთშიტერორისტული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 49-მდე ადამიანი.