დიდიე დროგბა კოტ დ'ივუარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს
დიდიე დროგბა კოტ დ'ივუარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს

ლონდონის „ჩელსის ყოფილი ფორვარდი დიდიე დროგბა აპირებს კენჭი იყაროს კოტ დ’ივუარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე.

42 წლის დროგბა აბიჯანში ფეხბურთის გულშემატკივრების წინაშე გამოვიდა და გამოაცხადა თავისი გეგმების შესახებ – იბრძოლოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის.

„ფეხბურთი – ეს არის სპორტი ყველასთვის, ის აერთიანებს ადამიანებს. ამას ვხედავთ ამ წუთას, როცა ყველა ეს ადამიანი შეკრებილია კოტ დ’ივუარის ფეხბურთის ფედერაციის შტაბ-ბინასთან. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი ფეხბურთი დღეს რთულ სიტუაციაშია და ამიტომაც, ჩემს გუნდთან ერთად ვცდილობთ საკუთარი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ფეხბურთის აღორძინებისთვის“, – მიმართა შეკრებილებს დროგბამ.

იმისთვის, რომ დროგბას კანდიდატურა პრეზიდენტობის კანდიდატთა სიაში აღმოჩნდეს, მას მხარი უნდა დაუჭიროს კოტ დ’ივუარის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში მოთამაშე 14 კლუბიდან სამმა და კიდევ ორმა კლუბმა ქვედა დივიზიონებიდან.

დროგბა კოტ დ’ივუარის ნაკრებში 2002-14 წლებში თამაშობდა. მან კონტინენტის ხუთ და მსოფლიოს სამ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, სულ ეროვნულ გუნდში 105 მატჩი ჩაატარა და 64 გოლით ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.