შმაიხელი, დროგბა, აგუერო, კომპანი, სქოულზი და რაიტი პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს #1TVSPORT
შმაიხელი, დროგბა, აგუერო, კომპანი, სქოულზი და რაიტი პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზს ექვსი ახალი წევრი შეემატა, – იტყობინება ტურნირის პრესსამსახური.

ასეთი პატივი წილად ხვდათ პეტერ შმაიხელს, დიდიე დროგბას, სერხიო აგუეროს, ვენსან კომპანის, პოლ სქოულზსა და იან რაიტს. შეგახსენებთ, რომ მარტში პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს უეინ რუნი და პატრიკ ვიეირა.

ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზი 2021 წელს დაფუძნდა. მისი პირველი წევრები გახდნენ – ტიერი ანრი, ალან შირერი, ერიკ კანტონა, ფრენკ ლემპარდი, დენის ბერგკამპი, სტივენ ჯერარდი და დევიდ ბექჰემი.