საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ადამა ბიკტოგოს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს, მადლიერება გამოხატა კოტ-დ’ივუარის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში კოტ-დ’იუვარის ტრანსფორმაციას დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების კუთხით და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შემდგომი რეფორმების განხორციელებაში წარმატება უსურვა.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე და ამ კუთხით თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს. შეხვედრა რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.