კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი - საუკეთესოა პრემიერლიგის ისტორიაში
კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი - საუკეთესოა პრემიერლიგის ისტორიაში

ტელეარხმა Sky Sports-მა შეადგინა ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერების რეიტინგი.

საუკეთესო გარიგებად მიიჩნიეს 2003 წელს, 12 მილიონ ფუნტად კრიშტიანო რონალდოს „სპორტინგიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა. ინგლისურ კლუბში ექვსი სეზონის განმავლობაში, პორტუგალიელმა პრემიერლიგის სამი ტიტული და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ამ რეიტინგის TOP10 ასე გამოიყურება:

  1. კრიშტიანო რონალდო – სპორტინგიდან მანჩესტერ იუნაიტედში (2003)
  2. ტიერი ანრი – იუვენტუსიდან არსენალში (1999)
  3. ერიკ კანტონა – ლიდსიდან მანჩესტერ იუნაიტედში (1992)
  4. ფრენკ ლემპარდი – ვესტ ჰემიდან ჩელსიში (2001)
  5. როი კინი – ნოტინგემიდან მანჩესტერ იუნაიტედში (1993)
  6. დიდიე დროგბა – მარსელიდან ჩელსიში (2004)
  7. სოლ კემპბელი – ტოტენჰემიდან არსენალში (2001)
  8. უეინ რუნი – ევერტონიდან მანჩესტერ იუნაიტედში (2004)
  9. ვენსან კომპანი – ჰამბურგიდან მანჩესტერ სიტიში (2008)
  10. ალან შირერი – ბლექბერნიდან ნიუკასლში (1996)