კოტ დ'ივუარში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც
კოტ დ'ივუარში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

კოტ დ’ივუარში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან მუშები, რომლებიც მშენებლობაზე იმყოფებოდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ექვსსართულიანი შენობა ძვირადღირებულ უბანში უკანონოდ შენდებოდა. კონკრეტულად რა გახდა ნგრევის მიზეზი, ჯერ უცნობია.