კოტ დ'ივუარის ნაკრები აფრიკის თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
კოტ დ'ივუარის ნაკრები აფრიკის თასის გამარჯვებულია #1TVSPORT

კოტ დ’ივუარში აფრიკის ერთა თასის გათამაშება დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც მასპინძელი ქვეყნის ეროვნული ნაკრები გახდა.

ფინალურ შეხვედრაში კოტ დ’ივუარმა ნიგერია 2:1 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა.

ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა ნიგერიის ეროვნული ნაკრების უპირატესობით დაიწყო და 38-ე წუთზე ტროსტ ეკონგმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა. კოტ დ’ივუარი მეორე ტაიმში გააქტიურდა, 62-ე წუთზე ფრანკ კესიმ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 81-ე წუთზე სებასტიან ალემ თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

კოტ დ’ივუარის ნაკრები აფრიკის თასს 1992 და 2015 წლებშიც დაეუფლა, ხოლო წლევანდელი გამარჯვებით ის ნიგერიას გაუთანაბრდა, რომელსაც ასევე სამჯერ აქვს მოგებული კონტინენტის ჩემპიონის ტიტული.