BBC-მ პრემიერლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო აფრიკელი დაასახელა #1TVSPORT
BBC-მ პრემიერლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო აფრიკელი დაასახელა #1TVSPORT

ტელეკომპანია BBC-მ განაახლა პოდკასტი სახელწოდებით The Match of the Day Top 10, რომელშიც წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელები გარი ლინეკერი, ალან შირერი და მიკა რიჩარდსი ადგენენ საკუთარ რეიტინგს ყველაფრისა, რაც ინგლისის პრემიერლიგას უკავშირდება.

ერთ-ერთი გამოშვების თემა იქნება პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელების ტოპ-ათეული. BBC-მ წინასწარ შეადგინა 10 მოთამაშის სია, რომელთაგანაც მაყურებლები სამ საუკეთესოს აირჩევენ.

„ძალიან რთული იყო ამ სიის შედგენა. პრემიერლიგის ისტორიაში ბევრი ბრწყინვალე აფრიკელი ფეხბურთელი გვინახავს, მათ შორის იყვნენ დიდი ვარსკვლავები, რომლებიც დღესაც თამაშობენ“, – განაცხადა ლინეკერმა.

10 საუკეთესო აფრიკელის სია ასე გამოიყურება: ემანუელ ადებაიორი (ტოგო, არსენალი, მანჩესტერ სიტი, ტოტენჰემი, კრისტალ პალასი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი, არსენალი), დიდიე დროგბა (კოტ დ’ივუარი, ჩელსი), მაიკლ ესიენი (განა, ჩელსი), ნვანკვო კანუ (ნიგერია, არსენალი, ვესტ ბრომვიჩი, პორტსმუთი), რიად მაჰრეზი (ალჟირი, ლესტერი, მანჩესტერ სიტი), სადიო მანე (სენეგალი, საუთჰემპტონი, ლივერპული), ჯეი-ჯეი ოკოჩა (ნიგერია, ბოლტონი, ჰალი), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, ჩელსი, ლივერპული), იაია ტურე (კოტ დ’ივუარი, მანჩესტერ სიტი).