ცნობილმა სლოვაკმა ჩოგბურთელმა დომინიკა ციბულკოვამ კარიერის დასრულება 30 წლის ასაკში გადაწყვიტა.
ციბულკოვას პროფესიულ ტურში 21 ფინალი და რვა ტიტული დაუგროვდა. რეიტინგში უმაღლესი პოზიცია – მეოთხე ადგილი 2017 წლის 20 მარტს ჰქონდა. ის არის პირველი სლოვაკი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც „დიდი სლემის“ ტურნირის ფინალში ითამაშა – 2014 წელს, ავსტრალიის ღიას გადამწყვეტი მატჩი წააგო ჩინელ ნა ლისთან. ერთხელ იყო როლან გაროსის ფინალში და სამჯერ – უიმბლდონის მეოთხედფინალში.
დომინიკას კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება 2016 წელს ჰქონდა, როცა სინგაპურში წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო – ფინალში გერმანელი ანჟელიკ კერბერი დაამარცხა.
ციბულკოვას გადაწყვეტილება ქრონიკულმა ტრავმამ გამოიწვია. მან ბოლო მატჩი მაისში, როლან გაროსზე ბელარუსი არინა საბალენკას წინააღმდეგ ჩაატარა. მას კარიერაში 450 მოგება და 299 წაგება დაუგროვდა, ჯამში კი 13 725 520 დოლარი გამოიმუშავა.