„დიდი სლემის“ ტურნირების 18-გზის ჩემპიონი - მრცხვენია რუსეთსა და ჩინეთში ოლიმპიადების გამო #1TVSPORT
ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, „დიდი სლემის“ ტურნირების 18-გზის ჩემპიონმა კრის ევერტმა აზრი გამოთქვა ჩინეთში 2022 წელს გასამართ ზამთრის ოლიმპიადაზე. კომენტარისას მან 2014 წლის ოლიმპიადაც ახსენა, რომელიც რუსეთში გაიმართა.
„ოლიმპიური თამაშები არ უნდა იმართებოდეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, სადაც დანაშაულს ჩადიან კაცობრიობის წინააღმდეგ. მე ძალიან მრცხვენოდა, როცა ოლიმპიადა რუსეთში იმართებოდა. ეს მეტყველებს კორუმპირებული სისტემის მხარდაჭერაზე“, – დაწერა „ტვიტერში“ ევერტმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ოლიმპიური თამაშები 4-20 თებერვალს გაიმართება.