დიდი შვიდიანის ლიდერების სამიტის პარალელურად, საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება
დიდი შვიდიანის ლიდერების სამიტის პარალელურად, საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება.
დემონსტრანტები კვლავ ქალაქ ბაიონეში შეიკრიბნენ. მათ ხელში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ამოყირავებული პორტრეტები ეჭირათ.
მომიტინგეთა თქმით, ამ ფორმით ისინი მაკრონის პოლიტიკას აპროტესტებენ და ცდილობენ, მსოფლიოს ყურადღება მიიქციონ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მას პრეზიდენტ მაკრონის პორტრეტის მოპარვაში ადანაშაულებენ. სესილ მარჩანდს 5-წლიანი პატიმრობა და 75 000 ევროს ოდენობით ჯარიმა ემუქრება. ანალოგიური ბრალდება აქვს წაყენებული აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილეს.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, მათმა მხარდამჭერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის 125 პორტრეტი მოიპარეს.