„დიდი შვიდეულის“ ლიდერები უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანას ითხოვენ
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანას ითხოვენ, – ამის შესახებ G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერების განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, „დიდი შვიდეული“ ითხოვს რუსეთისგან, რომ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან.
G7-ის ლიდერების თქმით, სამართლიანი მშვიდობა ვერ განხორციელდება რუსული ჯარებისა და ტექნიკის სრულად გაყვანის გარეშე, ეს უნდა იყოს ნათქვამი მშვიდობისკენ მიმართულ ნებისმიერ მოწოდებაში.
„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ მათი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შეირყევა და ქვეყნები ერთად დგანან რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი და არაპრვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ.