„დიდი ოცეული“ გეგმავს, „აფრიკულ კავშირს“ მუდმივი წევრის სტატუსი მიანიჭოს
„დიდი ოცეული“ გეგმავს, „აფრიკულ კავშირს“ მუდმივი წევრის სტატუსი მიანიჭოს. როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადება მიმდინარე კვირის ბოლოს ინდოეთში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე იგეგმება.
ამგვარად, „აფრიკული კავშირი“, რომელიც 55 წევრს აერთიანებს და ამჟამად „დიდ ოცეულში“ მიწვეული საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსს ფლობს, მიიღებს ევროკავშირის მსგავს სტატუსს.
„დიდი ოცეულის“ სამიტის მასპინძელმა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ პრიორიტეტად გამოაცხადა „აფრიკული კავშირისთვის“ სრული წევრობის მინიჭება.
„ბლუმბერგის“ ცნობით, აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერები არიან ასევე იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.