გაერთიანებული სამეფოს ევროპის მინისტრი - ერთიანობა და თანამშრომლობა აუცილებელია მოკავშირე დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, იგივე ეხება ჰიბრიდულ აგრესიასთან გამკლავებას
დასკვნების გამოტანა თუ გვსურს ბოლო დროინდელი მოვლენებიდან და დღევანდელ საუბარში ვაპირებთ ამ თემების გამოყენებას, უნდა ითქვას, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო შეტევამ კვლავ ცხადყო, რომ ერთიანობა და თანამშრომლობა აუცილებელია მოკავშირე დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, იგივე ეხება ჰიბრიდულ აგრესიასთან გამკლავებას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპის მინისტრმა, ლეო დოქერთიმ განაცხადა.
ლეო დოქერთიმ საქართველოში გამართულ კიბერუსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობა.
„სწორედ ამას ითვალისწინებს გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა საქართველოსთან. ვიცი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდად ისიამოვნა თბილისის ვიზიტით, ის ძალიან ამაყი იყო, როდესაც ნახა, რომ ქმედითია ბრიტანული დახმარება კიბერთავდასხმების გაძლიერების საქმეში და კიბერსაფრთხეების შესახებ საზოგადოების შემეცნების გაზრდაში. თქვენი ამბიციური ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და თქვენი სამომავლო უსაფრთხოების საოპერაციო ცენტრი არის 21-ე საუკუნის არსებითი თავდაცვითი მექანიზმი ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც სერიოზულად უდგებიან მის წინაშე არსებულ საფრთხეებს. ჩვენ უფრო დაცულნი ვართ, როდესაც ერთად ვმუშაობთ მსგავსად მოაზროვნე მოკავშირეებთან ერთად, ამიტომ გისურვებთ ძალიან კონსტრუქციულ კონფერენციას, იმედს ვიტოვებ, საქართველოში შეგხვდებით“, – მიმართა მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს.