დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი - დასავლეთი ბიოტერორიზმის საფრთხისთვის უნდა მოემზადოს
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის განცხადებით, დასავლეთი ბიოტერორიზმის საფრთხისთვის უნდა მოემზადოს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მისი თქმით, ისლამიზმი ნომერ პირველ საფრთხედ რჩება და დასავლეთი ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისთვის უნდა მოემზადოს.
როგორც ბლერი აცხადებს, „კოვიდ-19“-ის პანდემიამ ბიოტერორის შესაძლებლობა გააჩინა და მსოფლიო არასახელმწიფო აქტორების მხრიდან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისთვის უნდა იყოს მზად.
ტონი ბლერის განცხადებით, კონტრტერორისტული ქმედებები ვერ აღმოფხვრის არსებულ საფრთხეს და საჭიროა პრობლემის ადგილზე გადაჭრა. მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან სამხედრო ჩარევის ნაკლები დაინტერესების ფონზე, საფრთხეების თავიდან ასარიდებლად ბრიტანეთმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ევროპის ქვეყნებთან.