დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი „ვაგნერის“ ჯგუფის საქმიანობას აღარ აფინანსებს
კრემლი შესაძლოა, „ვაგნერის“ დაჯგუფებას აღარ აფინანსებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი აღარ აფინანსებს დაქირავებული „ვაგნერის“ ჯგუფის საქმიანობას.
თავდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურ მოხსენებაში განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო მოქმედებდა „ვაგნერის“ მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის ზოგიერთი სხვა ბიზნეს ინტერესების საწინააღმდეგოდ, მას შემდეგ, რაც მან წარუმატებელი ამბოხი მოაწყო რუსული არმიის წინააღმდეგ.
„თუკი რუსული სახელმწიფო აღარ აფინანსებს „ვაგნერს“, მეორე ყველაზე დამაჯერებელი დამფინანსებელი ბელარუსის ხელისუფლებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფება მიიწევს შემცირებისა და კონფიგურაციისკენ, რათა დაზოგოს პერსონალის ხელფასის ხარჯები ფინანსური ზეწოლის დროს.