დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩინეთისგან პასუხებს ელოდება
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი, ბენ უოლასი აცხადებს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ჩინეთს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩინეთი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე იმის თაობაზე, თუ რა ისწავლა, რა გააკეთა არასწორად, მაგრამ ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიაღწია წარმატებებს“, – აცხადებს ბრიტანეთის უსაფრთხოების მდივანი.
უოლასის აზრით, ჩინეთმა აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი შეკითხვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად დროულად ამცნო მსოფლიოს შესაძლო პანდემიის შესახებ.
ბრიტანეთი, აშშ, კანადა ავსტრალია და ახალი ზელანდია, „ხუთი თვალის“ ჯგუფის ფარგლებში დეტალურად სწავლობენ ჩინეთის მიერ ვირუსის გვარცელების შესაჩერებლად მიღებულ ზომებსა და მათ შესაბამისობას საერთაშორისო პროტოკოლთან.
აშშ-ის გენერალურმა მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს აქვთ მტკიცებულება, რომ ვირუსი სწორედ ჩინური ლაბორატორიიდან გავრცელდა, თუმცა დიდი ალბათობით, ხელოვნურად შექმნილი არ არის.