დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება - ჯეიმს კლევერლი აცხადებს, რომ ირანს ეკისრება პასუხისმგებლობა „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ქმედებებზე და მან უნდა გამოიყენოს გავლენა ახლო აღმოსავლეთში მოქმედ ჯგუფებზე
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ ირანს მიმართა, გამოიყენოს თავისი გავლენა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მოქმედ ჯგუფებზე, რათა თავიდან აიცილოს ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის ესკალაცია. როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, კლევერლი ესაუბრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს და განუცხადა, რომ „ირანს ეკისრება პასუხისმგებლობა“ ისეთი ჯგუფების ქმედებებზე, როგორებიცაა „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“, რომლებსაც ირანი მრავალი წლის განმავლობაში უჭერდა მხარს.
ამასთან ერთად, კლევერლიმ აღნიშნა, რომ ხალხის მიმართ მუქარა, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, დიდი ბრიტანეთისთვის მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.