დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - „ჰამასი“ პალესტინელი ხალხისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - „ჰამასი“ პალესტინელი ხალხისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა

„ჰამასი“ პალესტინელი ხალხისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი წერს.

მისი თქმით, „ჰამასის“ წევრები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ, ამიტომ პალესტინელებისა და ისრაელელების დაღუპვის მიზეზი არის „ჰამასი“.

„„ჰამასი“ პალესტინელი ხალხისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. ისინი იმალებიან საავადმყოფოებსა და სკოლებში, ქალებსა და ბავშვებს ცოცხალ ფარად იყენებენ. თითოეული მოქალაქის გარდაცვალება არის ტრაგედია. პალესტინელი იქნება თუ ისრაელელი – „ჰამასია“ ამ დანაკარგის მიზეზი“, – წერს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ჯეიმს კლევერლი.