დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი სტამბოლში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი სტამბოლში ჩავიდა.
თურქული მედიის ცნობით, დიპლომატმა თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან საათნახევრიანი შეხვედრა გამართა, მოგვიანებით კი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც შეხვდა.
როგორც თურქული მხარე იუწყება, დევიდ ქემერონთან საუბრისას თურქმა მინისტრმა ხაზი გაუსვა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას. ასევე განიხილეს ორმხრივი კავშირები და თურქეთის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის რატიფიცირება.
აღსანიშნავია, რომ სტამბოლში ვიზიტამდე დევიდ ქემერონი ახლო აღმოსავლეთში იმყოფებოდა, სადაც ისრაელელი მძევლების გათავისუფლების საკითხზე შეხვედრებს მართავდა.