დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი ისრაელში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი ისრაელში ჩავიდა.
ქემერონი შეხვდება როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის ლიდერებს, რათა განიხილონ მძევლების გათავისუფლების შეთანხმებისა და ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საკითხები.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია ადგილსაც, რომელიც ღაზის სექტორიდან სამი მილის დაშორებით მდებარეობს.