დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი დღეს პალესტინის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი დღეს პალესტინის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს

ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის მეორე დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი დღეს პალესტინის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ ქვეყანა დამატებით 30 მილიონ ფუნტს გამოყოფს ღაზაში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად. მისივე თქმით, თანხა მოხმარდება გაერო-სა და სხვა სააგენტოების მხარდაჭერას ადგილზე, რათა უზრუნველყონ მოქალაქეთა დახმარება, მათ შორის, თავშესაფრითა და სამედიცინო საჭიროებებით.

ამასთან, ქემერონმა აღნიშნა, რომ მძევლების გარიგება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმით, რომ ზოგიერთი ტყვე სახლში დაბრუნდება, არამედ იმით, რომ ბრძოლის შეჩერება საშუალებას მისცემს მეტი ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ღაზაში.

მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პალესტინელ ლიდერებთან საუბრისას განიხილავს კრიზისის გრძელვადიან პოლიტიკურ გადაწყვეტას.