დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ჯეიმს კლევერლი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ჯეიმს კლევერლი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება იტყობინება, რომ ლონდონი 3 მილიონ ფუნტს გამოყოფს უკრაინაში სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ასევე 5 მილიონ ფუნტს – ღარიბ ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის მიწოდებისთვის.
ამასთან, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში წერს, „ჩვენთვის ამ გადამწყვეტ დროს დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით არის“.
„ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამას. მადლობა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის ვიზიტისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.