დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ირანსა და მის მოკავშირეებს ისრაელზე თავდასხმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ირანსა და მის მოკავშირეებს ისრაელზე თავდასხმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ირანი იქნება პასუხისმგებელი ისრაელზე ნებისმიერ შესაძლო თავდასხმაზე, რაც გამოიწვევს რეგიონული დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას, ასევე საფრთხეს შეუქმნის შეთანხმების გაფორმებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, კირ სტარმერმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ირანსა და მის მოკავშირეებს თავდასხმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

„ჩვენ ვმუშაობთ ყველა მხარესთან, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შევამციროთ დაძაბულობა, ვიპოვოთ სტაბილურობისკენ მიმავალი გზა. საბრძოლო მოქმედებები უნდა შეჩერდეს ახლა და ყველა მძევალი, რომელიც ამ დრომდე „ჰამასს“ ჰყავს, უნდა გათავისუფლდეს. ღაზის მოსახლეობას სჭირდება სასწრაფო, შეუფერხებელი დახმარების მიწოდება და განაწილება“, – აღნიშნულია განცხადებაში.