დიდი ბრიტანეთის პრემიერის სპიკერი - რიში სუნაკმა მოუწოდა საუდის არაბეთს, გამოიყენოს გავლენა ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მხარდასაჭერად
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკსა და საუდის არაბეთის მემკვიდრე, პრინც მოჰამედ ბინ-სალმანს შორის შეხვედრა გაიმართა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერის სპიკერის განცხადებით, რიში სუნაკმა მოუწოდა საუდის არაბეთს, გამოიყენოს თავისი გავლენა ახლო აღმოსავლეთში „სტაბილურობის მხარდასაჭერად“.
ამასთან, სუნაკმა და ბინ-სალმანმა „აღნიშნეს ყოველგვარი შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობა“ და ამ მიზნის მისაღწევად კოორდინირებული ქმედება.
„პრემიერ-მინისტრი და პრინცი მოჰამედ ბინ-სალმანი შეთანხმდნენ ღაზაში ჰუმანიტარული წვდომის აუცილებლობაზე, რათა უზრუნველყონ სასიცოცხლო მნიშვნელობის წყალი, საკვები და მედიკამენტები“, – აღნიშნულია განცხადებაში.