დიდი ბრიტანეთის პრემიერის სპიკერი – რიში სუნაკმა მოუწოდა საუდის არაბეთს, გამოიყენოს გავლენა ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მხარდასაჭერად

00:16, 20.10.2023

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკსა და საუდის არაბეთის მემკვიდრე, პრინც მოჰამედ ბინ-სალმანს შორის შეხვედრა გაიმართა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის სპიკერის განცხადებით, რიში სუნაკმა მოუწოდა საუდის არაბეთს, გამოიყენოს თავისი გავლენა ახლო აღმოსავლეთში „სტაბილურობის მხარდასაჭერად“.

ამასთან, სუნაკმა და ბინ-სალმანმა „აღნიშნეს ყოველგვარი შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობა“ და ამ მიზნის მისაღწევად კოორდინირებული ქმედება.

„პრემიერ-მინისტრი და პრინცი მოჰამედ ბინ-სალმანი შეთანხმდნენ ღაზაში ჰუმანიტარული წვდომის აუცილებლობაზე, რათა უზრუნველყონ სასიცოცხლო მნიშვნელობის წყალი, საკვები და მედიკამენტები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი