დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიაში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გერმანიაში ჩავიდა.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ეს სტარმერის პირველი ორმხრივი ვიზიტია.

ვიზიტის ფარგლებში სტარმერი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება.

მედიის ცნობით, ვიზიტის მიზანია ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერება და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ვიზიტის წინ განაცხადა, რომ გერმანიასთან კავშირების გაძლიერება გადამწყვეტია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.