დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა ნახევარი „ბრექსითიზე“ რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების მომხრეა
დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა ნახევარი „ბრექსითის“ საკითხზე რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების მომხრეა. ტაბლოიდ Sun-ის მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური გამოკითხვით, ბრიტანელების უმეტესობა მიიჩნევს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ევროკავშირის კომპენსაციის სახით „ძალიან დიდი თანხას“ უხდის.
1000 გამოკითხულიდან 50%-ი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ახალი რეფერენდუმის დანიშვნის მომხრეა, 34%-ი არ უჭერს მხარს ხელახალ კენჭისყრას, ხოლო 16%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
„ბრექისთის“ შესახებ კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. ტონი ბლერის თქმით, ის მხარს უჭერს „ბრექსითის“ გაუქმებას. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეთა უმრავლესობამ სავარაუდოდ შეცვლა პოზიცია „ბრექსითის“ შესახებ, მას შემდეგ რაც დაინახა, თუ რა დაუჯდება ეს ქვეყანას.
გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ დიალოგის მორიგი რაუნდი ბრიუსელში დღეს გაიმართება. ევროპარლამენტის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვდება.
მოლაპარაკებები ახლა ჩიხშია. მხარეები არ არიან შეთანხმებულები რამდენიმე საკითხზე. ღიად რჩება ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის, ასევე კომპენსაციის ოდენობისა და ბრიტანეთის მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეთა მომავალი სტატუსის თემა.