ბრიტანეთის პრემიერის მოადგილე - ბრიტანეთის მთავრობას სურს, „ბრექსითის“ შესახებ სამჯერ უარყოფილი შეთანხმება ივლისის ბოლომდე დაამტკიცოს
ბრიტანეთის პრემიერის მოადგილე - ბრიტანეთის მთავრობას სურს, „ბრექსითის“ შესახებ სამჯერ უარყოფილი შეთანხმება ივლისის ბოლომდე დაამტკიცოს

ბრიტანეთის მთავრობას სურს, რომ „ბრექსითის“ შესახებ სამჯერ უარყოფილი შეთანხმება ივლისის ბოლომდე დაამტკიცოს, – ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის პრემიერის მოადგილემ, დევიდ ლიდინგტონმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ლიდინგტონი კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ეს პროცესი გარდაუვალია.

10 აპრილს გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ და ბრიტანეთს ორგანზაციიდან გასვლის თარიღი 6 თვემდე ვადით გაუხანგრძლივეს. ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, თუ ბრიტანეთი 22 მაისამდე ვერ მოახერხებს შეთანხმების მიღებას, მაშინ ოფიციალურ ლონდონს ევროპარლამენტის არჩევნებში მოუწევს მონაწილეობის მიღება.