დიდი ბრიტანეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა
დიდი ბრიტანეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

დიდი ბრიტანეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, კონსერვატორმა დეპუტატმა, ფილიპ ლიმ სხდომის მიმდინარეობისას ლიბერალ-დემოკრატებთან გადაინაცვლა.

როგორც ბრიტანელმა დეპუტატმა განმარტა, „გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ევროკავშირის დატოვებას არათანმიმდევრულად და შეთანხმების გარეშე აპირებს, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.“

მანამდე, ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირთან ბრექსიტის პირობებზე მოლაპარაკებებისთვის ახლა „შესაფერისი მომენტია“, თუმცა თუ კონსერვატიული პარტიის წევრები მიიღებენ კანონს, რომლითაც დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას აუკრძალავენ, მაშინ ბრიუსელთან მოლაპარაკებები აზრს დაკარგავს.

ჯონსონის თქმით, ის ბრიუსელში წასვლას და ბრექსიტის პროცესის უაზრო გაჭიანურებაზე საუბარს აღარ აპირებს.