დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია მოსალოდნელი. როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, მთავრობის ახალი შემადგენლობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ბრიტანულმა გამოცემა The Sunday Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ სულ საუბარია ექვსი ახალი მინისტრის შეცვლაზე.
ამასთან, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი თანამდებობას შეინარჩუნებს. საკუთარ პოსტზე დარჩება ასევე ე.წ. ბრექსითის მინისტრი დევიდ დევისი.
დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ცვლილებები შესახებ განცხადება ტერეზა მეიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც დეკემბრის ბოლოს თანამდებობა დატოვა მინისტრთა კაბინეტის მდივანმა, რომლის კომპიუტერშიც წლების წინ პორნოგრაფიული მასალები აღმოაჩინეს.