დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა
დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ერთდოზიანი ვაქცინა დაამტკიცა.
შესაბამის ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
დიდ ბრიტანეთს „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 20 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი, რომლებსაც ქვეყანა მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებს. ეს იქნება მეოთხე ვაქცინა, რომელსაც დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ.
„ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა დამტკიცებული აქვს ევროპის წამლების სააგენტოს, აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.