თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას საქართველო სავარაუდოდ ივლისში მიიღებს
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას საქართველო სავარაუდოდ ივლისში მიიღებს

5 000-მე ადამიანის დღიური ვაქცინაცია კარგი მაჩვენებელია. მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციისთვის არიან განწყობილნი, უნდა დაელოდონ საკუთარ დოზას, – ამის ესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველო, სავარაუდოდ, ივლისში მიიღებს.

„შესაძლოა, იმედგაცრუება გამოიწვიოს კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე რეკავს და ვაქცინა არ არის, მაგრამ მოკლე ხანში გვექნება „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მობილიზების შესაძლებლობა, „სინოვაკიც“, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება. ასევე „კოვაქსიდან“ მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან „ნოვოვაქსი“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ დაემატოს.

პროცესი საკმაოდ აქტიურია. 5 000-მდე ადამიანის დღიური ვაქცინაცია კარგი მაჩვენებელია. მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციისთვის არიან განწყობილნი, უნდა დაელოდონ საკუთარ დოზას. მეც ველოდები ჩემს დოზას, ჯერ არ გამიკეთებია ვაქცინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ დაველოდები, ვიდრე მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ იქნება მოცული“,- განაცხადა გაბუნიამ.