ნიკოლას კარტერი - რუსეთთან დაპირისპირებისას დასავლეთმა მოსკოვის სუსტი მხარეები უნდა შეისწავლოს
ნიკოლას კარტერი - რუსეთთან დაპირისპირებისას დასავლეთმა მოსკოვის სუსტი მხარეები უნდა შეისწავლოს

რუსეთთან დაპირისპირებისას დასავლეთმა მოსკოვის სუსტი მხარეები უნდა შეისწავლოს, – ამის შესახებ ბრიტანეთის შეირაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა.

გენერალ ნიკოლას კარტერის თქმით, რუსეთის ყველაზე მოწყვლადი წერტილების იდენტიფიცირება საჭიროების შემთხვევაში „ასიმეტრიულად მოქმედებისთვისაა“ აუცილებელი.

ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში ძლიერი ინსტიტუტები უნდა შექმნან, რომ მიიღონ ნდობა და შეაკაონ როგორც შიდა, ასევე გარე ზეწოლა.

გენერალმა კარტერმა ისაუბრა ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს. ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ძალას სცემს პატივს.