დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ლონდონის მოდის კვირეულზე მივიდა. 91 წლის დედოფალი ბრიტანელი დიზაინერის, 27 წლის რიჩარდ ქუინის ახალი კოლექციის ჩვენებას დაესწრო.
დედოფალი დეფილეს ამერიკული ჟურნალ Vogue-ის რედაქტორთან, ანა ვინტურთან და ბრიტანული მოდის საბჭოს ხელმძღვანელთან, კეროლაინ რაშთან ერთად ადევნებდა თვალს.
ჩვენების დასრულების შემდეგ, ელისაბედ მეორემ რიჩარდ ქუინს დედოფლის ორდენი გადასცა.