„სანდი თაიმსი“ - ბრიტანეთის დედოფალი ქვეყნის პოლიტიკოსებით იმედგაცრუებულია და მიაჩნია, რომ ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ
„სანდი თაიმსი“ - ბრიტანეთის დედოფალი ქვეყნის პოლიტიკოსებით იმედგაცრუებულია და მიაჩნია, რომ ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ

ბრიტანეთის დედოფალი ქვეყნის პოლიტიკოსებით იმედგაცრუებულია და მიაჩნია, რომ ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „სანდი თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დედოფალ ელისაბედის 67-წლიანი მეფობის პერიოდში ეს ყველაზე მკვეთრი პოლიტიკური განცხადებები იყო. ბრიტანეთის მონარქის ასისტენტები გაკვირვებულნი იყვნენ დედოფლის ტონით და ბრიტანეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით მის „შფოთვაზე“ საუბრობენ.

„სანდი თაიმსი“ წერს, რომ 2016 წლის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმის შემდეგ ბრიტანეთის დედოფლის იმედგაცრუება სულ უფრო იზრდება. გამოცემის ცნობით, მონარქმა პირველად უკმაყოფილება 2016 წელს, პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის გადადგომის შემდეგ გამოხატა, რომელმაც ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის პროცესი დაიწყო.

მოქმედი პრემიერ-მინისტრი,ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის ბოლო ვადა 31 ოქტომბერია.