დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში ანალენა ბერბოკს შეხვდა
დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში ანალენა ბერბოკს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი პირველი ვიზიტის ფარგლებში გერმანიას ეწვია.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანელ კოლეგას, ანალენა ბერბოკს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევიდ ლამი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დროა, აღვადგინოთ ურთიერთობა ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და მოკავშირეებთან. სწორედ ამიტომ ვარ გერმანიაში, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჩემი პირველი ვიზიტით“, – წერს ლამი.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხები და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს. საგარეო უწყების სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გეგმა არის „ომის ჩიხიდან გამოყვანის ერთადერთი გამოსავალი“.