დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მდივანი - ბრიტანეთი ევროკავშირის კარგი მეზობელი უნდა იყოს, რადგან ის მიზნად ისახავს ბლოკთან მჭიდრო პარტნიორობას
დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მდივანი - ბრიტანეთი ევროკავშირის კარგი მეზობელი უნდა იყოს, რადგან ის მიზნად ისახავს ბლოკთან მჭიდრო პარტნიორობას

ბრიტანეთი ევროკავშირის „კარგი მეზობელი“ უნდა იყოს, რადგან ის მიზნად ისახავს ბლოკთან მჭიდრო პარტნიორობას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მდივანმა, დეივიდ ლამმა განაცხადა.

ევროპულ ქვეყნებში გამგზავრებამდე დეივიდ ლამმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დროა, ბრიტანეთისა და ევროპელი მეგობრების, მოკავშირეების ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს.

საგარეო საქმეთა მდივანმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს მხრიდან უკრაინისადმი სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა ურყევი იქნება. მისი თქმით, „ევროპის უსაფრთხოება იქნება ამ მთავრობის საგარეო და თავდაცვის პრიორიტეტი“.

დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მდივანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში, პოლონეთსა და შვედეთში იმყოფებოდა.