დიდი ბრიტანეთი უკრაინას 65 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტს გადასცემს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 65 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ის უზრუნველყოფს 65 მილიონი დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს უკრაინაში აღჭურვილობის შეკეთებისა და სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად.
„ნატო-ში გაწევრიანების გზაზე უკრაინის პროგრესის მხარდაჭერა ფორმალურ, მრავალმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებთან ერთად და ნატო-ს წევრების აბსოლუტური მხარდაჭერა ძლიერ სიგნალს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს და დააბრუნებს მშვიდობას ევროპაში“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა.