დიდი ბრიტანეთი საკუთარი გემების უსაფრთხოების დასაცავად ორმუზის სრუტეში სამხედრო გემებს გზავნის
დიდი ბრიტანეთი საკუთარი გემების უსაფრთხოების დასაცავად ორმუზის სრუტეში სამხედრო გემებს გზავნის

დიდი ბრიტანეთი ორმუზის სრუტეში სამხედრო გემებს გზავნის. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, გაერთიანებული სამეფოს ფლოტი ორმუზის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების უსაფრთხოებას დაიცავს. შესაბამისი განკარგულება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა გასცა.

„ხელისუფლება ჩვენი გეგმებისა და მოქალაქეების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიმართავს“, – განაცხადა უოლასმა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ორმუზის სრუტეში მცურავი ბრიტანული გემების დასაცავად სამხედრო გემების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის იერიში შედეგად, ირანელი მაღალჩინოსანი გენერალი ყასემ სოლეიმანი იყო ლიკვიდირებული. ის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ელიტურ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა. საპასუხოდ, ირანი აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.