დიდი ბრიტანეთი საკარანტინო სასტუმროებში მოათავსებს იმ ქვეყნებიდან დაბრუნებულ მგზავრებს, სადაც კორონავირუსის ახალი შტამებია გავრცელებული
დიდი ბრიტანეთი 10 დღით საკარანტინო სასტუმროებში მოათავსებს იმ ქვენებიდან დაბრუნებულ მგზავრებს, სადაც კორონავირუსის ახალი შტამებია გავრცელებული.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აღნიშნული წესი 15 თებერვლიდან ამოქმედდება და ის ბრიტანეთში 30 ქვეყნიდან ჩასულ მგზავრებს შეეხება, მათ შორის პორტუგალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებიდან.
მთავრობის განცხადებით, სასტუმროებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.