დიდ დიღომში წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად, ორი მამაკაცი დაშავდა
დიდ დიღომში, ერთ-ერთ ბინაში წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად, ორი მამაკაცი დაშავდა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. მამაკაცებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.