დიდ დიღომში მოსახლეობის ნაწილი საფეხბურთო ბაზის მშენებლობას აპროტესტებს
დიდი დიღმის მე-2 მიკრორაიონში მოსახლეობის ნაწილი ფეხბურთის ფედერაციის მიერ საფეხბურთო ბაზის მშენებლობას აპროტესტებს.
ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორია, სადაც ბაზა შენდება, მათი უბნის რეკრეაციული ტერიტორიაა. მათი თქმით, ფედერაცია დახურული ტიპის ბაზას აშენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა ვერც ბაზის ტერიტორიაზე არსებული სტადიონით ისარგებლებს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ ბაზის მშენებლობის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი აქვთ შეტანილი, რომელზე გადაწყვეტილებაც ჯერ არ დამდგარა. ამდენად, ისინი ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელებას უკანონოდ მიიჩნევენ და სამართალდამცველებს მის შეჩერებას სთხოვენ.
ამ დროისთვის ადგილზე ტერიტორიისთვის ღობის შემოვლება მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.