დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყო
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყო.

კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება, რათა კორპუსში აფეთქების შედეგად დაზარალებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნდნენ.

„ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია დაწყებულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძალიან მალე ეს ადამიანები საკუთარ საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდნენ. ყველა შესაბამისი სამუშაო ჩატარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში, ავთანდილის ქუჩის N8-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის გამო, აფეთქება მიმდინარე წლის 16 იანვარს მოხდა, დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ასევე დაშავდა რვა პირი, მათ შორის ექვსი ბავშვი. აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს.