აფეთქება დიდ დიღომში - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან
აფეთქება დიდ დიღომში - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები. არსებული ინფორმაციით, დაშავდა ხუთი ადამიანი, აქედან სამი ბავშვია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დიდ დიღომში კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.